IBSA
მზრუნველი ფარმაცევტული ინოვაცია შვეიცარიული სიზუსტით
ესაუბრა ეკა ნონიაშვილი
თანამედროვე მედიცინის სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ცვლის მკურნალობის სტანდარტებს, არსებობენ კომპანიები, რომლებიც არა მხოლოდ მიჰყვებიან დროს, არამედ თავად ქმნიან მომავალს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სახელი გლობალურ ბაზარზე შვეიცარიული ფარმაცევტული გიგანტია IBSA კომპანიაა, რომლის ფილოსოფია მეცნიერულ სიზუსტესა და ადამიანურ მზრუნველობას შორის იდეალურ ბალანსზე გადის. დღეს IBSA-ს გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიური მიმართულება უკვე საქართველოშიც არის წარმოდგენილი.
რას ნიშნავს Caring Innovation (მზრუნველი ინოვაცია), რატომ გახდა ამ კომპანიისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ბაზარი და როგორ ცვლის ერთი ახალი პრეპარატი მკურნალობის პროცესს, ამ თემებზე გვესაუბრება მალხაზ კასრაძე, ექიმი, დოქტორანტი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია IBSA-ს და Saffarma საქართველო-ს ოფიციალური წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ბრენდის ექსპერტი, „IBSA საქართველო“-ს გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მიმართულების განვითარების ხელმძღვანელი. მისი საქმიანობა აერთიანებს კლინიკურ ცოდნასა და მარკეტინგულ ხედვას, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროში ეფექტური და მაღალი ხარისხის კომუნიკაციას.

სამედიცინო სფეროში კარგად იცნობენ ფარმაცევტულ კომპანიას IBSA-ს და როდესაც მასზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ ინოვაციასა და ხარისხს. თქვენ როგორ აღწერდით, რა არის ამ კომპანიის მთავარი იდეა?
IBSA არის შვეიცარიული ხარისხი და ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ სლოგანი. 1945 წელს დაარსებული კომპანია 40 წლის შემდეგ გარდამტეხ ცვლილებას განიცდის, კომპანიის სტრატეგია გადავიდა ტრადიციული ფარმაცევტული საქმიანობიდან ინოვაციურ და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულ მოდელზე.
შვეიცარიული ხარისხი კი არის გარანტი, რომ პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპი – ნედლეულიდან საბოლოო შედეგამდე მკაცრად კონტროლდება. შვეიცარიული კულტურა, ყურადღება დეტალებზე, პროცედურების მკაცრი დაცვა, მუდმივი მონიტორინგი – ეს არის ის, რაც ათწლეულების განმავლობაში საშუალებას აძლევს კომპანიას შეინარჩუნოს უმაღლესი სტანდარტი.
და ყველაზე მთავარი: მედიცინაში ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი არ არის კომფორტული. ჩვენი მიზანია, მედიცინას შევთავაზოთ უკეთესი გამოსავალი იქ, სადაც მკურნალობა პაციენტისთვის რთულია, ფიზიკურად ან ემოციურად. ამ მიდგომას ჩვენ Caring Innovation-ს, ანუ „მზრუნველ ინოვაციას“ ვეძახით.
შეგიძლიათ მაგალითი მოგვიყვანოთ, როგორ მუშაობს ეს მიდგომა რეალურ პრაქტიკაში?
ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი პრეპარატი Pleyris-ია – პროგესტერონი რეპროდუციული დანიშნულებით, უშვილობისა და ლუთეინური ფაზის მხარდაჭერის თერაპიისთვის.
თანამედროვე ცხოვრებაში, სადაც ქრონიკული სტრესი, გადაღლა და მუდმივად აჩქარებული რიტმი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, ჰორმონალური ბალანსი სულ უფრო მყიფე ხდება. ამ ხმაურის მიღმა, თითქმის შეუმჩნევლად, პროგესტერონი მოქმედებს – ჰორმონი, რომელიც არა მხოლოდ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, არამედ განწყობაზე, ძილსა და შინაგან სტაბილურობაზე ახდენს გავლენას. დღეს, როდესაც რეპროდუქციული მედიცინა სწრაფად ვითარდება, პროგესტერონის როლი კიდევ უფრო მკაფიო ხდება – განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, სადაც სიზუსტე და კონტროლი გადამწყვეტია. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება Pleyris-ის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ცდილობს ჰორმონალური მხარდაჭერა უფრო პროგნოზირებადი და ეფექტური გახადოს.
წლების განმავლობაში პროგესტერონის ინექციები მტკივნეული პროცესი იყო, ზეთოვან ბაზაზე დამზადებული საინექციო საშუალებები, რომელსაც მხოლოდ კუნთში გაკეთების ფორმა ჰქონდა, იწვევდა დიდ დისკომფორტსა და სტრესს პაციენტებისთვის. IBSA-ს მეცნიერებმა შეძლეს იგივე ჰორმონის წყალში ხსნადი მოლეკულის შექმნა. შედეგად მივიღეთ პრეპარატი, რომელიც ნაკლებად მტკივნეულია, სწრაფად შეიწოვება და რაც მთავარია პაციენტს ინსულინის შპრიცით მარტივად, თავად შეუძლია გაიკეთოს ინექცია კანქვეშ. ეს ერთი შეხედვით პატარა ცვლილებაა, მაგრამ რეალურად მნიშვნელოვნად ცვლის გამოცდილებას, განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე პროცესში, როგორიც რეპროდუქციული მკურნალობაა.
ასევე მინდა აღვნიშნო დოზირების ცვლილების შესახებ – პლეირისის 25 მგ-ის გაკეთებით ვიღებთ იმავე შედეგს, რასაც 50-100 მგ ზეთოვანი პროგესტერონის გაკეთების შემთხვევაში; ანუ იგივე ეფექტს, ბევრად დაბალი დოზით, რაც ნიშნავს ორგანიზმის ნაკლებ დატვირთვას.
ასეთი გახლავთ IBSA-ს „მზრუნველი ინოვაციის“ ხელწერა, პაციენტისა და კლინიცისტისთვის უფრო კომფორტული პრეპარატი, სახელად „პლეირისი“ მნიშვნელოვანი ბენეფიტებით:
მარტივი გამოყენება კანქვეშ (SC) – ინექცია პაციენტისთვის უფრო მოსახერხებელია
სწრაფი და სტაბილური აბსორბაცია – პრეპარატი უზრუნველყოფს ერთგვაროვან თერაპიულ დონეს სისხლში, რაც კლინიკურ ეფექტურობას აუმჯობესებს. წყალში ხსნადი ფორმა უზრუნველყოფს უფრო თანმიმდევრულ და პროგნოზირებად ჰორმონალურ დონეს, უფრო ეფექტურ ლუთეინურ მხარდაჭერას IVF მკურნალობის დროს, ნაკლებ ჰორმონალურ ხარვეზს და კრიტიკული, ინ ვიტრო განაყოფიერების ფანჯარაში უფრო სტაბილური კონტროლის საშუალებას;
გვერდითი ეფექტების შემცირება –პრეპარატის გამოყენება გამორიცხავს ადგილობრივ რეაქციებსა და ინფილტრაციებს;
გეგმიური კლინიკური შედეგები – ექიმებს შეუძლიათ უფრო ზუსტად დაგეგმონ მკურნალობა და პროგნოზი. პროცესი კონტროლირებადია და მკურნალობის შედეგი წინასწარ მოსალოდნელი;
და ბოლოს, კლინიკური სანდოობა – პრაქტიკული გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, რომ Pleyris-ით მიღებული შედეგები ზეთოვან ფორმასთან შედარებით ბევრად ეფექტურია.
რამდენად ხელმისაწვდომია ასეთი ინოვაციური მკურნალობა პაციენტებისთვის?
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მთლიანად კომპანიის ხაზში. IBSA არ ცდილობს იყოს ყველაზე იაფი გლობალურ ბაზარზე, მაგრამ უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და ეფექტურ პროდუქტს გონივრულ ფასში.
ჩვენი მიზანია, რომ მაღალი ხარისხის თერაპია არ იყოს მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ტექნოლოგიური განვითარება ისე დავგეგმოთ, რომ საბოლოოდ პაციენტისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ბალანსი – ეს არის ოქროს შუალედი, რომელსაც ოპტიმიზებული ტექნოლოგიით ვაღწევთ. IBSA ფლობს საკუთარ პატენტებსა და წარმოების უნიკალურ მეთოდებს, რაც გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი დანახარჯები შუამავლებზე. ჩვენი პრიორიტეტია, რომ უმაღლესი შვეიცარიული თერაპია არ იყოს ფუფუნება, არამედ იყოს ხელმისაწვდომი სტანდარტი მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
რატომ გახდა საქართველო IBSA-სთვის მნიშვნელოვანი ბაზარი?
ახალ ბაზარზე შესვლისას IBSA ეძებს არა უბრალოდ დისტრიბუტორს, არამედ ღირებულებით პარტნიორს. საქართველოში ჩვენი ყოფნა განპირობებულია ადგილობრივი გუნდის პროფესიონალიზმითა და მათი ხედვით, რომელიც ემთხვევა კომპანიის ეთიკას. ჩვენთვის კრიტერიუმია პარტნიორის რეპუტაცია, სამედიცინო საზოგადოებასთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და უნარი, მიიტანოს ინოვაციური პრეპარატი, (მაგალითად, პლეირისი) პაციენტამდე არა როგორც ნივთი, არამედ როგორც თერაპიული გამოსავალი.
საქართველოში არის პროფესიონალი ექიმების ძლიერი გუნდი და მზარდი ინტერესი თანამედროვე მკურნალობის მეთოდების მიმართ; ამიტომ საქართველო ჩვენთვის უბრალოდ ახალი ბაზარი არ არის, ეს არის ადგილი, სადაც ინოვაციას რეალურად შეუძლია ცვლილება მოიტანოს.

მალხაზ, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს წარმოადგენდეთ საქართველოში ისეთ ძლიერ და გავლენიან ბრენდს როგორიცაა IBSA?
ჩემთვის მთლიანად IBSA-ს იდეოლოგიაა მნიშვნელოვანი და საამაყო საყრდენი. მედიცინის მიზანი მხოლოდ დაავადების მკურნალობა არაა, მთავარი ადამიანის QOL ინდექსის (ცხოვრების ხარისხის ინდექსის) გაუმჯობესებაა. IBSA-სთვის ხარისხი არ სრულდება პრეპარატის გამოშვებით; ის გრძელდება მანამ, სანამ პაციენტი არ მიიღებს სასურველ თერაპიულ შედეგს. ეს არის პასუხისმგებლობის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ჩვენი რეპუტაციის საყრდენია. ჩვენი მიზანია, რომ ქართველ პაციენტებს ჰქონდეთ წვდომა ზუსტად იმავე ხარისხის თერაპიაზე, რასაც იღებენ მსოფლიოს წამყვანი განვითარებული ქვეყნები. გარდა ამისა, საქართველოში ჩვენი მიზანია არა მხოლოდ პროდუქტის მიწოდება, არამედ სამედიცინო საზოგადოების განათლება და მხარდაჭერა, რაც პირდაპირ აისახება პაციენტის შედეგებზე. როდესაც მეცნიერება მზრუნველობასაც მოიცავს, შედეგი ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ მკურნალობა და მე ამ „მზრუნველი ჯაჭვის“ ნაწილი ვარ.
და ბოლოს, ისევ ჩემი საამაყო „პლეირისი“: თუ პროგესტერონი სიცოცხლის საძირკველია, მაშინ „პლეირისი“ არის ამ საძირკველის ყველაზე დახვეწილი, შვეიცარიული სიზუსტით ნაგები ნაწილი. ჩვენი კომპანია ამაყობს, რომ საქართველოში ამ უნიკალური ნიშის მფლობელია, რადგან ყოველი ახალი სიცოცხლე, რომელიც „პლეირის“-ის დახმარებით მოევლინა სამყაროს, ჩვენი უდიდესი გამარჯვებაა.