BIOMEDIX

by Admin
0 comments

იცი რა შეუძლია შენს გენეტიკას?

ოჯახის შექმნა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თანამედროვე გენეტიკა კი ამ პროცესს ახალ მნიშვნელობას სძენს, რადგან გაძლევთ შესაძლებლობას მნიშვნელოვანი საკითხები წინასწარ, ინფორმირებულად და უფრო მშვიდად დაგეგმოთ.

ორსულობის დაგეგმვისას გენეტიკა გეხმარებათ მშვიდად და ინფორმირებულად მიიღოთ გადაწყვეტილებები თქვენი და თქვენი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

ბიომედიქს-ში გვჯერა, რომ პასუხსმგებლიანი და ინფორმირებული მშობლობა იწყება ცოდნით. სწორედ ამიტომ, თანამედროვე გენეტიკური ტესტები გაძლევთ შესაძლებლობას, წინასწარ შეაფასოთ შესაძლო რისკები და ფლობდეთ სრულ ინფრომაციას.

როცა ჯანმრთელი ხარ, მაინც შეიძლება მტარებელი იყო

ბევრმა არ იცის, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება იყოს გენეტიკური დაავადების მტარებელი. ეს ნიშნავს, რომ მაქვს შესაძლოა ჰქონდეს კონკრეტული გენის ცვლილება, რომელიც თავად არ იწვევს სიმპტომებს, მაგრამ შეიძლება გადაეცეს შვილს.

ბევრმა არ იცის, რომ შეიძლება სრულიად ჯანმრთელი იყოთ და მაინც იყოთ გენეტიკური დაავადების მატარებელი. მატარებლობა ხშირად არ იწვევს სიმპტომებს, მაგრამ შეიძლება გადაეცეს მომავალ თაობას.

მტარებლობის სკრინინგი რა უნდა იცოდეთ

მტარებლობის გენეტიკური სკრინინგი საშუალებას გაძლევთ წინასწარ მიიროთ მნიშვნელოვანი ინფროამცია:

– ხართ თუ არა კონკრეტული დაავადების მტარებელი 

– არსებობს თუ არა რისკი თქვენი მომავალი შვილისთვის 

მატარებლობის სკრინინგი არის გენეტიკური ტესტი, რომელიც აჩვენებს, ხართ თუ არა გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადებების მატარებელი მაშინაც კი, როცა თავად ჯანმრთელი ხართ.

თუ ორივე პარტნიორი ერთი და იმავე დაავადების მატარებელია, არსებობს რისკი, რომ ეს მდგომარეობა ბავშვს გადაეცეს.

ტესტი რეკომენდებულია ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, რადგან გაძლევთ შესაძლებლობას წინასწარ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

მნიშვნელოვანია:

მატარებლობა არ ნიშნავს დაავადებას  ეს არის ინფორმაცია, რომელიც გეხმარებათ უკეთ დაგეგმვაში.

თუ ორივე პარტნიორი ერთი და იგივე დაავადების მტარებელია:

– 25% ალბათობაა, რომ ბავშვს ეს მდგომარეობა გადაეცეს

– 50% ალბათობაა, რომ ბავშვი იყოს მტარებელი

– 25% ალბათობაა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყოს 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

რადგან ცოდნა გაძლევთ არჩევანის შესაძლებლობას დაგეგმოთ მომავალი ინფორმირებულად და მშვიდად.

რადგან ცოდნაშია სიცოცხლე

ბიომედიქსში ხელმისაწვდომია  გაფართოებული პანელები, რომლებიც მოიცავს ასობით გენეტიკურ დაავადებას.

ორსულობა განსაკუთრებული პერიოდია, როცა სიმშვიდე და სანდო ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT) არის თანამედროვე კვლევა, რომელიც ტარდება ორსულობის მე-10 კვირიდან. კვლევისთვის ვიღებთ დედის სისხლს და ამ ნიმუშით ვიღებთ ინფორმაციას ნაყოფის ქრომოსომული დარღვევების შესახებ. ტესტი უსაფრთხოა ნაყოფისთვის, რადგან არ საჭიროებს ინვაზიურ ჩარევას, და მისი გაკეთება შესაძლებელია ორსულობის 10-ე კვირიდან.

NIPT აფასებს ისეთი მდგომარეობების რისკს, როგორიცაა:

  • დაუნის სინდრომი
  • ედვარდსის სინდრომი
  • პატაუს სინდრომი
  • სასქესო ქრომოსომული დარღვევები
  • ყველა ქრომოსომული ცვლილებები

ასევე შესაძლებელია ნაყოფის სქესის განსაზღვრაც ადრეულ ვადაზე.

რა უნდა გახსოვდეთ

NIPT არის სკრინინგ ტესტი და არ სვამს საბოლოო დიაგნოზს, მაგრამ გაძლევთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გეხამრებათ ორსულობის უფრო მშვიდად და ინფრომირებულად დაგეგმვაში.

NIPT არის სკრინინგ ტესტი, ის არ სვამს საბოლოო დიაგნოზს. თუმცა გაძლევთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გეხმარებათ გადაწყვეტილებები უფრო მშვიდად და ცოდნის საფუძველზე მიიღოთ.

მიკრობიომი – მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე

ქალის ჯანმრთელობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვაგინალური მიკრობიომი, ბაქტერიების ბუნებრივი ეკოსისტემა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ყოველდღიურ კეთილდღეობაზე, ისე რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

ჯანსაღი მიკრობიომი:

  • ამცირებს ინფექციების რისკს
  • ზრდის წარმატებული ორსულობის შანსს
  • ამცირებს ნაადრევი მშობიარობის ალბათობას.

დისბალანსის შემთხვევაში იზრდება გართულებების რისკი და შესაძლოა გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე.

Biomedix გთავაზობთ თანამედროვე მიკრობიომის ანალიზს, რომელიც გაძლევთ სრულ სურათს თქვენი მდგომარეობის შესახებ.

ცოდნაშია სიცოცხლე

გენეტიკური ტესტირება მხოლოდ პასუხი არ არის.
ეს არის შესაძლებლობა, წინასწარ დაინახოთ შესაძლო რისკები, უკეთ დაგეგმოთ მომავალი და გაურკვევლობა შეცვალოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებით.

ბიომედიქსში ჩვენ გთავაზობთ:

  • გენეტიკოსის ინდივიდუალურ კონსულტაციას
  • შედეგების დეტალურ განმარტებას
  • შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვას.
  • ბიომედიქსი გეხმარებათ, გადაწყვეტილებები მიიღოთ ცოდნის საფუძველზე, მშვიდად და თავდაჯერებულად.