Home Lifestyleდალი ნესუაშვილი

დალი ნესუაშვილი

by Admin
0 comments

დალი ნესუაშვილი
ჯანმრთელობა საზღვრების გარეშე

სამედიცინო ტურიზმის ახალი სტანდარტი „მედინსაიდერთან“ ერთად

ესაუბრა ქეთია ბელქანია

თანამედროვე სამყაროში ჯანმრთელობაზე ზრუნვა საზღვრებს აღარ ცნობს. პაციენტები მთელი მსოფლიოდან ეძებენ ხარისხის, სისწრაფისა და კომფორტის იდეალურ სინთეზს. ამ გლობალური მოთხოვნის პასუხად, თურქეთი ჩამოყალიბდა როგორც მედიცინის საერთაშორისო ჰაბი, სადაც უახლესი ტექნოლოგიები და განსაკუთრებული მასპინძლობა ერთიანდება. ამ პროცესის ავანგარდში დგას MLP Care – უმსხვილესი სამედიცინო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს MedicalPark-ისა და Liv Hospital-ის 40 კლინიკას მსოფლიოს მასშტაბით.

როგორ იქმნება სერვისი, რომელიც ათასობით კილომეტრის დაშორებით მყოფ პაციენტს სიმშვიდესა და იმედს აძლევს? ამ თემაზე MLP Care-ის ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სამედიცინო პლატფორმა Medinsider-ის დამფუძნებელს, დალი ნესუაშვილს ვესაუბრეთ.

დალი, ტერმინისამედიცინო ტურიზმიდღეს ძალიან პოპულარულია. თქვენი გამოცდილებით, რა დგას რეალურად ამ ცნების უკან?

სამედიცინო ტურიზმი ბევრად ფართო და ღრმა ცნებაა, ვიდრე მხოლოდ საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გამგზავრება. ეს არის კომპლექსური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლას, ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და საერთაშორისო სამედიცინო გამოცდილების გაზიარებას.

პაციენტის პერსპექტივიდან კი, ეს არის სრული სასიცოცხლო ციკლი – პირველი ინტერესიდან საბოლოო გამოჯანმრთელებამდე. ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ სამედიცინო პროცედურას; ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ კომფორტს უცხო გარემოში. ეს მოიცავს კლინიკის შერჩევას, ვიზიტის დაგეგმვას, ლოგისტიკას, საცხოვრებელსა და კვებას. პაციენტი არა მხოლოდ მკურნალობს, არამედ ეცნობა ქვეყანასა და კულტურას.

რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ პაციენტები განვითარებული დასავლური ქვეყნებიდანაც კი თურქეთზე აკეთებენ არჩევანს?

გლობალურ ბაზარზე ჩვენი მთავარი უპირატესობა სამი კომპონენტისგან შედგება: ხარისხი, სისწრაფე და ხელმისაწვდომობა. ხშირ შემთხვევაში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი, ბიუროკრატიული სისტემები ან სადაზღვევო რეგულაციები პაციენტს ხანგრძლივ ლოდინს აიძულებს. ხოლო ჩვენთან იდენტური, მაღალტექნოლოგიური სერვისის მიღება დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი. თურქეთის სამედიცინო სექტორი დღეს ხარისხით სრულად უტოლდება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს, თუმცა ფინანსურად ბევრად ხელმისაწვდომია.

MedicalPark- ცნობილია კონცეფციითჯანმრთელობა დასვენების დროს“. როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში?

ეს არის ჩვენი ექსკლუზიური მიდგომა – გავაერთიანოთ დასვენება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. MedicalPark-ის ქსელი საშუალებას აძლევს ტურისტებს, რომლებიც კურორტებზე ან დიდ ქალაქებში ისვენებენ, ერთი დღე საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმონ. პროცესი მაქსიმალურად კომფორტულია: ჩვენი ტრანსპორტით მოგვყავს პაციენტი კლინიკაში, სადაც გარემო უფრო სასტუმროს ჰგავს, ვიდრე საავადმყოფოს. პროფილაქტიკური კვლევის ფარგლებში, პაციენტს სრულფასოვნად ვამოწმებთ. ამ ყველაფერს თან ახლავს საუზმე და, სურვილის შემთხვევაში, ტურისტული აქტივობებიც.

დალი, თქვენ საქართველოში ასევე გიცნობენ პლატფორმით – „მედინსაიდერი“.  ჩანს, რომ ეს სფერო თქვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი. როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ სფეროში?

ყველაფერი სრული ენთუზიაზმით დაიწყო: ვხედავდი ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ და უანგაროდ ვეხმარებოდი მათ თურქეთში სწორი მკურნალობის მიღებაში. ეს იყო პირადი ინიციატივა, სურვილი, რომ რთულ მომენტში მათ გვერდით ვყოფილიყავი. დროთა განმავლობაში, ეს ემოციური იმპულსი პროფესიულ საქმიანობად იქცა. დღეს, როცა MLP Care-ის საერთაშორისო მიმართულებას ვხელმძღვანელობ, ჩემი მოტივაცია იგივეა, დავეხმარო ადამიანებს, ოღონდ ახლა ამას უკვე გლობალური მასშტაბით და სისტემურად ვაკეთებ.

„მედინსაიდერი“ კი ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვაჩვენო მედიცინის ის მხარე, რომელიც ხშირად უხილავი რჩება, კლინიკის კულისებს მიღმა არსებული რეალობა, ადამიანური ისტორიები და ის ემოციები, რაც ამ სფეროს ახლავს. „მედინსაიდერი“ მაძლევს სივრცეს, შევქმნა ხიდი ექიმებსა და საზოგადოებას შორის, დავეხმარო,  გავაზიარო გამოცდილება და ვილაპარაკო იმაზე, რაზეც ხშირად არ ლაპარაკობენ.

სწორედ პროფესიონალიზმისა და გულწრფელი ემპათიის ეს სინთეზი ქმნის იმ ახალ, ჰუმანურ სტანდარტს, რომელიც პაციენტს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მომავლის რწმენას უბრუნებს. დალი ნესუაშვილის გამოცდილება და მისი გუნდის ფილოსოფია ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე ჯანდაცვაში საზღვრები პირობითია, ხოლო მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი სიცოცხლის ხარისხია.