MERYEM EKEN
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, სტამბულის MedicalPark Goztepe, IVF დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, მათ შორის AI ტექნოლოგიებს.
როგორ ზრდის ხელოვნური ინტელექტი IVF-ის წარმატებას
ხელოვნური ინტელექტი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა რეპროდუქციულ მედიცინაში. პროფესორ მერიემ ეკენს ვესაუბრეთ MedicalPark Goztepe-ს კლინიკაში მის გამოყენებაზე.
ხელოვნური ინტელექტი ინ ვიტრო განაყოფიერებაში – მეტი სიზუსტე, მეტი შანსი
ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) თანამედროვე ეტაპზე, წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ემბრიონის სწორად შერჩევაა. სწორედ ამ პროცესში ამკვიდრებს ახალ სტანდარტს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ორსულობის შანსს. ეს არის ძლიერი ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გადაწყვეტილებებს ობიექტურ მონაცემებზე ამყარებს და ემბრიონის შერჩევის პროცესს უფრო ზუსტსა და სტანდარტიზებულს ხდის.
ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ემბრიოლოგს?
ტრადიციული ემბრიონის შერჩევის მეთოდები ხშირად განსხვავდება სპეციალისტიდან სპეციალისტამდე. ერთ ემბრიოლოგს შეიძლება ემბრიონი მაღალი ხარისხის ეჩვენოს, სხვას კი განსხვავებული შეფასება ჰქონდეს, შესაბამისად, არ არსებობს სრულად სტანდარტიზებული მიდგომა. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებულ სისტემებში ემბრიონის განვითარება 5 დღე, 120 საათის განმავლობაში უწყვეტად კონტროლდება. თუ ემბრიოლოგი ხედავს მხოლოდ ერთ მომენტს – ერთ „კადრს“, ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს მთელ პროცესს, ანუ მთელ „ფილმს“.
AI იყენებს ემბრიონის უწყვეტი მონიტორინგის ტექნოლოგიას (time-lapse) და აანალიზებს ისეთ დეტალებს, რომლებიც ადამიანის თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველია. უჯრედის გაყოფის დრო, სიმეტრია, განვითარების დინამიკა, ფრაგმენტაცია – ეს მონაცემები მილიონობით ანალოგიურ შემთხვევასთან შედარებით მუშავდება და თითოეულ ემბრიონს ენიჭება შეფასება. ამ მიდგომის გამოყენებით შერჩეული ემბრიონის გადატანისას იმპლანტაციის შანსი საშუალოდ 15–20%-ით იზრდება, რაც IVF-ის მსგავსად კომპლექსურ პროცესში მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის.
ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი არაინვაზიური ბუნებაა, ემბრიონი ვითარდება სტაბილურ გარემოში, დამატებითი ჩარევის გარეშე, რაც დადებითად აისახება მის ხარისხზე.
ხელოვნური ინტელექტი არც ექიმია და არც ემბრიოლოგი. თუმცა ის წარმოადგენს ძლიერ ინსტრუმენტს. ერთგვარ „სუპერ გამადიდებელ ლუპას“ და უნიკალურ სტატისტიკურ გზამკვლევს, რომელიც სპეციალისტებს ეხმარება სწორ გადაწყვეტილებაში.
ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგია, ის გახდა გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც უშუალოდ გავლენას ახდენს მკურნალობის წარმატებაზე და ჩვენ MedicalPark-ის IVF დეპარტამენტში უკვე წარმატებით ვიყენებთ ჩვენს „კოლეგა“ AI-ს უნარებს, რომლის შემწეობითაც დადებითი შდეგები 20%-მდე გაზრდილია.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: WhatsApp +90533 3001551 ან +905357322126