Home სიახლეებისტრატეგიული პარტნიორობა ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის

სტრატეგიული პარტნიორობა ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის

by Admin
0 comments

ჯანდაცვის სფერო წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობას. თანამედროვე სამედიცინო სერვისების მიწოდება მჭიდროდ არის დაკავშირებული კლინიკების განვითარებასთან, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს საჭიროებს.

ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ფინანსურ ინსტიტუტებს. ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში კლინიკებს საშუალებას აძლევს გააფართოონ მომსახურება და პაციენტებს შესთავაზონ თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები.

როგორც საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი წეროძე აღნიშნავს:

„საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სექტორის განვითარების აქტიური მხარდამჭერია და პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც კლინიკებს საქმიანობის გაფართოებასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში ეხმარება.“

აღნიშნული მხარდაჭერა გულისხმობს გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც ბიზნესების ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და მდგრად განვითარებას ემსახურება.

„ჩვენი მიზანია, პარტნიორებს შევუქმნათ შესაძლებლობა არა მხოლოდ მიმდინარე საჭიროებების დაფინანსებისთვის, არამედ მათი გრძელვადიანი განვითარებისა და ზრდისთვის.“

შედეგად, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების განვითარება პირდაპირ აისახება პაციენტებზე — ისინი იღებენ უფრო სწრაფ, თანამედროვე და ხარისხიან მომსახურებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა საბოლოოდ აისახოს პაციენტებზე — მიიღონ უკეთესი გამოცდილება და ხარისხიანი მომსახურება.“

ჯანდაცვის სექტორსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა ქმნის მრავალმხრივ ღირებულებას: ერთი მხრივ აძლიერებს ბიზნესების შესაძლებლობებს, ხოლო მეორე მხრივ აუმჯობესებს მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლის გამოცდილებას.